მრავალწლიანი თავდადებული შრომის შემდეგ ოქსანა ავეტიანმა მწვრთნელის კვალიფიკაცია მიიღო, პარალელურად ჩააბარა რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში და სწავლის გასაგრძელებლად საცხოვრებლად იქ გადავიდა.
კარატეს 6 წლიდან ვარჯიშობს. პირველი სიმაღლე, რისი დაპყრობაც სურდა არის შავი ქამარი. ახლა მას 2 შავი ქამარი აქვს, პირველი და მეორე “დანი”. შემდგომი სამიზნე იყო გამხდარიყო არა მოსწავლე, არამედ მწვრთნელი კარატეში, ამ მიზანს მიაღწია. დაელოდა, როდის შეუსრულდებოდა 18 წელი და გამოცდები ჩააბარა. ახლა ოქსანა ოფიციალურად მწვრთნელია.
“10 წელია ვვარჯიშობდი, ვმუშაობდი, რათა ამ მიზნისთვის მიმეღწია. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი მიზანი და ოცნება განხორციელდა, როდესაც პასპორტში დავინახე, რომ მოსწავლის ნაცვლად მწვრთნელი ჩამიწერეს, ეს სულ სხვა შეგრძნება იყო. ბუნებრივია ჩემი მშობლებისა და მწვრთნელის რეაქცია ძალიან დადებითი იყო, მათი მიზანიც იყო”. о и их».
ახლა, მწვრთნელი ოქსანა, რამდენიმე წლის განმავლობაში ახალქალაქში ვერ ავარჯიშებს მოსწავლეებს, რადგანაც აგვისტოში რუსეთში მიდის საცხოვრებლად და სასწავლებლად. ის მხოლოდ იმედოვნებს, რომ ერთხელაც შეძლებს დაბრუნებას, რათა სპორტის საყვარელ სახეობაში განაგრძოს მუშაობა.
ეს ძნელია, ახალი ქალაქი, ახალი გარემო… მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ თავს გაართმევს.
“ადვილი არ არის წახვიდე და ყველაფერი მიატოვო, შენი მოსწავლეები, მწვრთნელები, მეგობრები, მაგრამ მე მჭირდება განათლება, ასე გამოდის, გვჭირდება საცხოვრებლად რუსეთში გადასვლა, არ ვაპირებ სპორტიდან წასვლას, იქ გავაგრძელებ. თუ შევძლებთ, რომ ისევ დავბრუნდეთ და აქ ვიცხოვროთ, კიდევ უფრო უკეთესი იქნება”.
ოქსანას გადაწყვეტილებას ეცხოვრა რუსეთში მისი ოჯახი დადებითად შეხვდა, 2020 წელს მისი ძმა მოსკოვში წავიდა განათლების მისაღებად. ამის შემდეგ ოჯახმა რუსეთში ცხოვრება გადაწყვიტა, ოქსანამ კი, იქ უმაღლესი განათლების მიღება გადაწყვიტა.
მან რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში ჩააბარა. ისტორიკოსობა უნდოდა.
ძალიან უნდა დაუბრუნდეს თავის სამუშაოს და მოსწავლეებს, ამასთანავე ამბობს, რომ თუ იშოვის სამუშაოს თავისი პროფესიით, არ დაბრუნდება. სპორტიდან წასვლა არ უნდა, გადაწყვიტა, რომ საყვარელ საქმეს რუსეთში გააკეთებს.
ამ დროისთვის ოქსანა სპორტსკოლაშიც მუშაობს. 5 მოსწავლე ჰყავს, რომლებსაც ძალიან ხშირად ავარჯიშებს თავის სახლში და 30 მოსწავლე, რომლებსაც სპორტულ სკოლაში ავარჯიშებს.