არასამთავრობო ორგანიზაციამ – “ქალები ჯავახეთის მომავლისთვის” ახალქალაქში დაიწყო პროექტი “სწორი ნაბიჯები წარმატებისკენ”, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას მრავალ სექტორთან თანამშრომლობით.
პროგრამის ფარგლებში ორგანიზატორებმა თანამშრომლობის წინადადებით ადგილობრივ მცირე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართეს, წარმოედგინათ გარკვეული წინადადებები პროექტისგან მაღალი შედეგების მისაღებად. პროექტის პრეზენტაცია დღეს, 13 ივნისს, ახალქალაქში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მესხი დემოკრატების“ ოფისში გაიმართა.
პროექტი აპრილში დაიწყო. მას ორგანიზაცია PIN-ი აფინანსებს, რომელიც თავის მხრივ ევროკომისიის მიერ ფინანსდება. მიზნის მიღწევა იგეგმება ადვოკატირების კამპანიით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ბიზნეს სექტორთან, მედიასთან და ამით დაინტერესებულ აქტივისტებთან თანამშრომლობით.
„პლუს, ჩვენ აუცილებლად გვინდა ჩვენს საქმიანობაში ჩავრთოთ ომბუდსმენის ოფისი და შეგროვებული ხელმოწერებით მივმართოთ ვებგვერდებს: rda.gov.ge, jobs.ge და ა.შ. გვინდა, მერიასთან თანამშრომლობით შეიქმნას ცენტრი, სადაც ორი ენის მცოდნე კვალიფიციური ადამიანები იმუშავებენ. სამუშაოსთვის საჭიროა სახელმწიფო ენისა და კომპიუტერის ცოდნა, მაგრამ არ იციან. ცენტრს შეეძლო მიეღო ინფორმაცია ვაკანტურ ვაკანსიებზე. ანუ ეს იქნება სამუშაო ძალასა და დამსაქმებელს შორის თანამშრომლობა ცენტრის დახმარებით“, – ამბობს პროექტის მენეჯერი, არასამთავრობო ქალთა ორგანიზაცია “ჯავახეთის მომავლის” წარმომადგენელი, ლელია რაისიანი.
ორგანიზაციას უკვე ჰქონდა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.