რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სოფელ ზარდიანთკართან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახორციელეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
„უკანონო ბორდერიზაციას ზარდიანთკარის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი“, – განაცხადეს უწყებაში.