თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ხელფასების 100-პროცენტიანი მატების მოთხოვნით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობასთან არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს 16:00 საათზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან, ირაკლი პეტრიშვილთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ასევე, აქციის მონაწილეები საგანგებო სიტუაციების ადმინისტრაციული შენობიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ.