2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 260 ათასზე მეტი მოგზაურობა განახორციელეს, რაზეც 280 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს, – იუწყება BM.ge.
ყოველდღიურად, საშუალოდ სამი ათასამდე ადამიანი მიდიოდა საზღვარგარეთ – ეს არის ტურები, კერძო, საქმიანი და ბიზნეს ვიზიტები.
სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში საქართველოდან 261 400 ვიზიტი განხორციელდა – 4,2-ჯერ მეტი, ვიდრე წინა წლის დასაწყისში.
როგორც საქსტატმა გამოთვალა, საერთო ჯამში, საგარეო მოგზაურობის ხარჯებმა პირველ კვარტალში 285,1 მლნ ლარი შეადგინა.
თითო მგზავრობა საშუალოდ 1318,8 ლარი ღირს.
ამასთან, თითქმის მესამედმა (31.2%) აღნიშნა, რომ მათი ვიზიტების მიზანი იყო მეგობრებისა და ნათესავების მონახულება.