2022 წლის 24 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლოს დოლარი 2019 წლის 7 ივნისს იყიდა. მაშინ სებ-მა ბაზრიდან 20 მლნ დოლარი ამოიღო.