დღეს, ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ერთ-ერთი მათგან უკვე გადაიყვანეს თბილისში, მეორეს უახლოეს საათებში გადაიყვანენ. მათ სპეციალიზებური დახმარება სჭირდებათ.
წინასწარი ინფორმაციით, BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს დაეჯახა.
BMW-ს მძღოლი გ.ზ. სასწრაფო დახმარების მანქანით თბილისში გადაიყვანეს, მას ზოგადი დაზიანება, ტვინის შერყევა აქვს. ტრაქტორის მძღოლი დ.ჩ-ს ასევე, მალე გადაიყვანენ თბილისში, მას ყბა-სახის დაზიანებები აღენიშნება. ტრაქტორის მგზავრი ა.ჩ. არის საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.
ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერის, ალექსან თოროიანის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები თბილისში არა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, არამედ იმიტომ, რომ მათ სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რასაც ახალქალაქის საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ღამით, ვაჩიანის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ტრაქტორს შეეჯახა, დაიწვა.
ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული დეტალებს ჰყვება