ახალქალაქში ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
პირის დაკავება გუშინ მოხდა, თუმცა JNEWS-ის ოფიციალურ მოთხოვნაზე შსს-მ დღეს უპასუხა. დაპატიმრებული პირის ვინაობის შესახებ ცნობა შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
უნდა აღვნიშნოთ, რომ გუშინდელი დღიდან სოციალურ ქსელში დაკავებულის ვინაობის შესახებ ფეიქები ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს, ახალქალაქში,ახალქალაქში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში ქურდობა მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.