ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან, სულ ახლახანს გარემონტებულ სკოლაში დადიან. რეგიონალურმა ფონდმა რემონტისთვის 1 839 006 ლარი გამოყო. 

ashakertner

სოფლის სკოლაში, ამ დროისთვის 159 ბავშვი სწავლობს. სკოლას 21 მასწავლებელი და 11 ტექნიკური თანამშრომელი ჰყავს.

azavreti ashaketner

სოფელ აზავრეთის სკოლის დირექტორი, სლავის ეგიაზარიანი ამ თანამდებობას 1995 წლის პირველი ოქტომბრიდან იკავებს. ის კმაყოფილია სატემონტო სამუშაოებით, თუმცა ამბობს, რომ როგორც იქნა მოესწრო სკოლის შენობის გარემონტებას.

Slavik Eghiazaryan

“ამ წელს, თითქოს დირექტორობის გემო თავიდან შევიგრძენი. შენობის დიდი ნაწილი გარემონტებული იყო, ახალი საკლასო ოთახები თითქმის არ დამატებულა, რამდენიმე ოთახის ფართობი შემცირდა იმისთვის, რომ გამოეთავისუფლებინათ ადგილი ისეთი ტექნიკური რესურსებისთვის, ლაბორატორიისთვის, ექთნისთვისა და დარაჯისთვის”, – განაცხადა დირექტორმა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანამშრომლისთვის არის ცალკე ოთახი, ბიუჯეტი ვაკანსიების გამოცხადების საშუალებას არ იძლევა.

“მედდისა და სხვა პოზიციების შევსება, ძირითადად ბიუჯეტზეა დამოკიდებული. თუმცა, ექთნის ოთახისთვის სამედიცინო აღჭურვილობა უკვე მივიღეთ. ეს პოზიცია ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს, მაგრამ ვცდილობთ დადებითი გადაწყვეტა მოვინახოთ ამ საკითხს”, – დასძინა ეგიაზარიანმა.

ახალი შენობა მოსწავლეებმა 2021/22 სასწავლი წლის დაწყებისთანავე მოინახულეს. ისინი ძალიან კმაყოფილები არიან, მათ აქვთ სტადიონი, რომელიც, როცა იქ მივედით, მოსწავლეებით იყო სავსე.

marzadasht azavret

სასწავლო წლის დაწყებისას სასკოლო ავეჯის პრობლემა იყო, არ იყო საკმარისი სკამები და მერხები, მაგრამ დირექტორმა ისინი სოფლების პტენასა და ჩუნჩხას სკოლებიდან მოიტანა, მათი ნაწილი ახალია, დარაჩენები – მეორადი.

payusak

ზამთარში სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემა უწყვეტად მუშაობდა. სკოლაში მოგვარებულია წყლის პრობლემა, ფუნქციონირებს სანიტარული წერტილები, მათ შორის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვისაც.

caytaghbyur

სკოლაში არ არის კომპლექსური საკლასო ოთახები, რასაც სკოლის დირექტორი ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს სკოლას 23 მოსწავლე ამთავრებს, ხოლო 10 პირველკლასელი ეყოლებათ.

სოფელში სულ 240 სახლია, შემცირდა შობადობა, გაიზარდა მიგრაცია. შესაძლებლობის შემთხვევაში, ძირითადად, რუსეთსა და სომხეთში მიდიან.

azavrettt

სოფელ აზავრეთის სკოლის მანამდელ მდგომარეობაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

სოფელ აზავრეთში მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხი მოუგვარებელი რჩება

სად და როგორ ისწავლიან სოფელ აზავრეთის მოსწავლეები კვლავ გაურკვეველია