სოფელ აზავრეთიდან სოფელ ბურნაშეთში სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლები დაფინანსების დაგვიანებით უკმაყოფილონი არიან, მათ ბავშვები მაინც დაჰყავთ.
სოფელ აზავრეთის სკოლას, მისი ავარიული მდგომარეობის გამო, კაპიტალურად გაარემონტდებენ. ამასობაში სოფელ აზავრეთის სკოლის მოსწავლეები ბურნაშეთის სკოლაში, მეორე ცვლაში ივლიან. სკოლის დირექტორის, სლავიკ ეგიაზარიანის თხოვნით, უკვე თითქმის ერთი თვეა მოსწავლეებს სოფლის მძღოლები ატარებენ, მაგრამ ტრანსპორტირების ფინანსური საკითხები ჯერჯერობით მოუგვარებელია, მძღოლებმა არ იციან, 1კმ-ს რა ტარიფით გადაუხდიან.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, ხელფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, ტრანსპორტირების შეჩერებით იმუქრებოდნენ. არ ეცოდინებათ გადაყვანის ტარიფი და ხელშეკრულებასაც არ მოაწერდნენ ხელს.
“მათ კვლავ ვთხოვე, რომ მათ საკუთარი შვილების გამო გააგრძელონ ბავშვების ტრანსპორტირება. მითხრეს, რომ თანხა დარიცხულია და ხელშეკრულებებისათვის ხელის მოწერაა საჭირო”,- კომენტარი გააკეთა სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის დირექტორმა სლავიკ ეგიაზარიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეების უფროსმა ვალერი სტელმაშოვმა აღნიშნა, რომ ამ საქმეში კონკრეტულად არავინ არის დამნაშავე, უბრალოდ ასეთი სისტემაა.
“თანხა რომ გამოყონ, რამდენიმე ინსტანცია უნდა გაიაროს, პროცედურა გვიან დაიწყეს, საჭირო იყო ადრე დაწყება”,- თქვა მან.
პირველიდან მე-12 კლასამდე აზავრეთის სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებისათვის განათლების სამინისტრომ 16 800 ლარი გამოყო. გადარიცხვა შესრულდა სქემით 1კმ- 3,20 ლარი. სოფელ აზავრეთსა და ბურნაშეთს შორის მანძილი, ცენტრიდან ცენტრამდე, 2,500 კმ შეადგენს.
სოფელ აზავრეთის სკოლაში 168 მოსწავლე სწავლობს. მე-5 კლასიდან ზემოდ, სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, საქართველოს განათლების სამინისტრომ, გამონაკლისის სახით, დისტანციური სწავლების ნება დართო. პირველიდან მე-4 კლასამდე მოსწავლეები, რომლებიც საერთო ჯამში 40 მოსწავლეა, სოფელ ბურნაშეთის სკოლაში მეორე ცვლაში ივლიან.
სად და როგორ ისწავლიან სოფელ აზავრეთის მოსწავლეები კვლავ გაურკვეველია