იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა დღეს, 28 აპრილს, ახალქალაქში ვიზიტს განაგრძობს.

ელჩმა მოინახულა ქალაქის ქართული და სომხური ეკლესიები, ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მომავლის სახლი. მისივე თქმით, დრო თუ დარჩება, ახალქალაქის ციხის მონახულებაც სურს.

„მოვინახულე ქართული და სომხური ეკლესიები, ისტორიული ადგილები, შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას. ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ახალქალაქი ძალიან ცოცხალი ქალაქია, ხალხი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ტრადიციები. ვიყავი მომავლის სახლში. ვნახე ბავშვების ხელნაკეთი ნივთები. იქ, ბევრი საინტერესო აქტივობაა. ზოგადად, ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მრჩება, არის ტურიზმის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ულამაზესი ბუნება, გარემო და გარდა ამისა, შესანიშნავი კულტურული მემკვიდრეობა, რელიგიური ადგილები. ვფიქრობ, რომ ახლა მთავარი ამოცანაა ყველა ამ ელემენტის გაერთიანება ისე, რომ ხალხი მიიზიდოს“, – განაცხადა იმამურა აკირამ.

posol2

posol4

posol3

posol

იაპონიის ელჩის ოფიციალური ვიზიტი ახალქალაქში გუშინ საღამოს დაიწყო.

დიპლომატმა შეხვედრები გამართა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დაინტერესდა პრობლემებით და განიხილა რეგიონის განვითარების პერსპექტივები.

იაპონიის ელჩი საქართველოში, ​იმამურა აკირა ახალქალაქის ოფიციალური ვიზიტით ეწვია

აკირა დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ასევე, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნა, რომლის ფარგლებშიც ახალქალაქმა ახალი ნაგვის მანქანა მიიღო.