დღეს, 26 აპრილს, ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე, მაღაზიების “ოჯახისა” და “სომხეთის” მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დაშავებულები არ არიან. შუა ასაკის ქალი, სხეულის მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე საგზაო პოლიცია და ექსპერტები მუშაობენ.
თვითმხილველების თქმით, “ფოლსვაგენის” მარკის მსუბუქი ავტომობილი მაღაზია “სომხეთის” წინ გაჩერებულ „ოპელის“ მარკის ავტომობილს დიდი სიჩქარით დაეჯახა. “ოპელის” მძღოლმა მანქანა გააჩერა და მაღაზიაში შევიდა. მანქანაში ქალი იმყოფებოდა, რომელმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ის ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოტეხილობები და სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. მას დღეს საავადმყოფოდან სახლში გადაიყვანენ.
“ფოლკსვაგენის” მძღოლი არ დაშავებულა. როგორც მან Jnews-ს განუცხადა, ყველაფერი რიგზეა.
“ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლი უზომოდ გაკვირვებული დარჩა, როდესაც დიდი ხმაურის შემდეგ მაღაზიიდან გამოვიდა და დაინახა, რომ მისი მანქანა პარკირების ადგილიდან 50 მეტრზე მეტი დაშორების იდგა და უკანა ნაწილი ჩამტვრეული ჰქონდა.