ახალქალაქის მერიის წინ მდებარე სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები განახლდა. აღნიშნულ სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალქალაქის რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით ახორციელებს.

veranorogum
„ეტაპობრივად მიმდინარეობს სამუშაო, როგორც კი წყვეტენ, რომელი მონაკვეთი შეაკეთონ, პროექტს ჩვენთან ათანხმებენ, თუ ყველაფერი რიგზეა, თანხმობას ვაძლევთ“, – ამბობს ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი.

hogh

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 4 კორპუსის ფასადის შეკეთება ცენტრალურ ქუჩაზე და მერიის მოპირდაპირე მოედანზე გასული წლის ივნისში დაიწყო. კულტურის სახლის ფასადის რესტავრაცია იმის გამო გაჭიანურდა, რომ მშენებელ კომპანიაში ვარაუდობდნენ, რომ მასშტაბური  სამუშაოები სიცივეების დაწყებამდე ვერ დასრულდებოდა, ამიტომ ეს სამუშაოები რესტავრაციის მეორე ეტაპამდე 2022 წლის გაზაფხულამდე გადაიდო. წლეულს დასრულდება კერძო სახლების ფასადის და მერიის წინ მდებარე სკვერის სარემონტო სამუშაოები.