ნინოწმინდის სოფელ ორლოვკაში, 40 წლის კაცი მეზობელზე ძალადობისთვის დააკავეს. კ.ვ–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დღეს, 5 აპრილს შეეფარდა. გამოძიება სსკ–ის 120–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.- ინფორმაციას ავრცელებს Sknews.ge
რაც შეეხება ქალაქ ახალქალაქში მომხდარ ფაქტს, პროკურატურის განცხადებით, 28 წლის კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.
ძალადობის ფაქტებს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული სამმართველოები იძიებენ.