საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 22:18 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.