დღეს, 13 მარტს, მონტენეგროში გამართულ მოკრივეთა საერთაშორისო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე “ადრიატიკის ზღვის მარგალიტი” ახალქალაქელი სპორტსმენი, გორ აივაზიანი 51 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული გახდა.
ჩემპიონატი მონტენეგროში 9-დან 13 მარტამდე გაიმართა.
გორ აივაზიანი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში პრიზებისა და მედლების მფლობელია. შარშან ის ასევე გახდა მონტენეგროს შეჯიბრის ჩემპიონი. ის არის 2019 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონი. ვარჯიშობს ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში, მწვრთნელი გაგიკ ელიზბარიან. სპორტსმენი 17 წლისაა.
გორ აივაზიანი ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
გორ აივაზიანი ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა
გორ აივაზიანი ევროპის ჩემპიონი გახდა