სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 421 401 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 548 გარდაიცვალა, 406 570 კი – გამოჯანმრთელდა.