სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 421 008 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 516 გარდაიცვალა, 404 993 კი – გამოჯანმრთელდა.