სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 410 155 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 229 გარდაიცვალა, 381 700 კი – გამოჯანმრთელდა.