ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა შარშან, სამი ყვითელი Isuzu ავტობუსი მიიღო. ეს არის თბილისის საქალაქო ავტობუსები, რომლებიც აღარ გამოიყენება, რადგან ახლები მიიღეს. ახალქალაქში ეს ავტობუსები ჯერ არ ჩაუშვიათ ექსპლუატაციაში, რადგან მათ ტექნიკური პრობლემები აქვთ.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მხითარ რსტაკიანი ამბობს, რომ როგორც კი ამინდის პირობები გაუმჯობესდება, ავტობუსების შეკეთებას დაიწყებენ. თანხა ჯერ არ არის გამოყოფილი, თუმცა იმედოვნებს, რომ მერია შესაბამის თანხას გამოყოფს.
ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა მარშრუტებზე დაინიშნებიან ეს ავტობუსები. მარშრუტს ქალაქის მერია დაადგენს.