არმენ სარქისიანს სომხეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუწყდა. სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა შესაბამის ოქმს მოაწერა ხელი, – იტყობინება სომხეთის პარლამენტის ვებგვერდი.
„რესპუბლიკის პრეზიდენტის გადადგომის საფუძველზე და სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 142-ე მუხლის ხელმძღვანელობითა და „ეროვნული კრების რეგლამენტის“ 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, მე-2 პუნქტის მე-2 ნაწილის მოთხოვნებით, ითვლება, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტის, ა. სარგსიანის უფლებამოსილება შეწყვეტილია“, – ნათქვამია სიმონიანის მიერ ხელმოწერილ ოქმში.
სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, თანამდებობიდან გადაყენების, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, პრეზიდენტის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, ახალარჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლამდე მის უფლებამოსილებას ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ახორციელებს. ამ შემთხვევაში ალენ სიმონიანი.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტის, ა.სარქისიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ოქმის გამოქვეყნების მომენტიდან რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებამდე, ეროვნული კრების თავმჯდომარის უფლებამოსილებას ვიცე-სპიკერი, ჰაკობ არშაკიანი შეასრულებს.