სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 956 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – მონაცემებს პორტალი worldermeters-ი აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 374 878 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 060 გარდაიცვალა, 341 355 კი – გამოჯანმრთელდა.