სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 536 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – მონაცემებს პორტალი worldermeters-ი აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა და კოვიდ 19-ით დაღუპულთა საერთო რაოდენობა უცვლელი – 8 035 – დარჩა.
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 361 754 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 035 გარდაიცვალა, 335 227 კი – გამოჯანმრთელდა.