2021 წელს, საქართველოდან 25.676 მლნ აშშ დოლარის 8,157 ტონა ცოცხალი ცხვრისა და თხის იმპორტი განხორციელდა. 2020 წლის ანალოგურ პერიოდში კი, 19.472 მლნ დოლარის ღირებულების 6,484 ტონა ცოცხალი ცხოველის. მონაცემები გაზრდილია 2019 წელთან შედარებითაც, როცა ქვეყნიდან 11,398. მლნ აშშ დოლარის 4,270 ტონა ცხვარი და თხა გავიდა.
,,ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველო წვრილფეხა პირუტყვს ყიდის:
საუდის არაბეთი – 18,124 მლნ აშშ დოლარი, 5,358 ტონა
აზერბაიჯანი – 5,388 მლნ აშშ დოლარი, 1,903 ტონა
ქუვეითი – 1,048 მლნ აშშ დოლარი, 411 ტონა
ლიბანი – 827.80 ათასი აშშ დოლარი, 424 ტონა
არაბთა გაერთიანებული საამირო – 175.00 ათასი აშშ დოლარი, 30 ტონა
ყატარი – 112.50 ათასი აშშ დოლარი, 28 ტონა
ინფორმაციისთვის, 2020 წელსაც, ცოცხალი ცხვრისა და თხის ყველაზე დიდი მოცულობა საქართველომ საუდის არაბეთში გაყიდა, 2019 წელს კი აზერბაიჯანში.