ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 20 იანვრამდე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თანამშრომლებზე, ჯამში, 8 820 ლარის ოდენობის დანამატი გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული პორტალი “სამხრეთის კარიბჭე” აქვეყნებს.
დანამატი ერთჯერადად მიიღეს აპარატის მოხელეებმა და ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირებმა.
დანამატი გაიცა შემდეგ პოზიციებზე:
1. აპარატის უფროსი – გოარიკ აკოპიან – 1 050 ლარი;
2. სპეციალისტი – შალვა ხუციშვილი – 595 ლარი;
3. სპეციალისტი – ჯენერა პეტროსიან – 595 ლარი;
4. სპეციალისტი – არშალუის უნანიან – 595 ლარი;
5. განყოფილების უფროსი – ლალა ბალოიან – 910 ლარი;
6. სპეციალისტი – არაქსია ირიციან – 595 ლარი;
7. სპეციალისტი – ჯიმშერ მელიქიძე – 595 ლარი;
8. განყოფილების უფროსი – სეირან ამაზარიან – 910 ლარი;
9. სპეციალისტი – მარტის თარზიან – 595 ლარი;
10. სპეციალისტი – პაველ ხრიკიან – 595 ლარი.
ხელშეკრულებით მომუშავეები:
1.ინტერნეტ მომსახურების (აიტიშნიკი) – არმენ ირიციან – 595 ლარი;
2. მძღოლი – ბაბკენ ავეტისიან – 595 ლარი;
3. მნე – ვარაზდატ კრჯაციან – 364 ლარი;
4. ტექ-მუშაკი – ფატიმა ჩივჩიან – 231 ლარი.
“სამხრეთის კარიბჭეს” გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დანამატი თანამშრომლებზე ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ო” ქვეპუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამატებითი ფუნქციების შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის გაიცა.