სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 621 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 1 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8 026-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 349 329 პირი დაინფიცირდა, 333 857 კი – ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.