ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგვაში 11 წელია სათხილამურო ცენტრი ფუნქციონირებს. ამ სეზონზე თხილამურებით სრიალის მოყვარულები რეგიონის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოდიან ცენტრში, სადაც დასვენების დღეებს აქტიურად ატარებენ.

Aragva

სათხილამურო ცენტრი შარშან, ზამთარში, კორონავირუსის გამო დაიხურა.

dahuk khaghcogh

ერთწლიანი შესვენების შემდეგ ცენტრი იანვარში გაიხსნა.

„წლეულს, როგორც კი მოთოვა, 8 იანვარს გავხსენით, ხალხი მოდის, დღეს რამდენიმე ადამიანი მოვიდა, დასველდა და წავიდა. მიმდებარე სოფლებიდან მოდიან, ყველა ადგილიდან, დღეს სოფელ კორხიდან და თოთხამიდან ჩამოვიდნენ, გუშინ ახალქალაქიდან და დილისკადან. გვყავს ინსტრუქტორი, რომელიც ყველას ასწავლის, რის შემდეგაც ადამიანები დამოუკიდებლად იწყებენ თხილამურებით სრიალს“, – ამბობს სპირიდონ უნანიანი, რომელიც არაგვას სათხილამურო ცენტრს ხელმძღვანელობს.

dahukordner

სამუშაო დღეებში სათხილამურო ცენტრი ღიაა 13:00-დან 16:30-მდე, რადგან ძირითადი სტუმრები სკოლის მოსწავლეები არიან, შაბათ-კვირას კი 12:00-დან 17:00 საათამდე.

ცენტრში კოსტიუმების პრობლემაა, პასუხისმგებელი პირის თქმით, გარდერობი 11 წელია არ განახლებულა.

„მივმართეთ, ამბობენ, თუ ფული იქნება, გამოვყოფთ, მაგრამ 11 წელია ეს თანხა არ არის. ბავშვები ძალიან ფრთხილად ეპყრობიან ტანსაცმელს, მაგრამ გაუთვალისწინებელი მომენტებიც არის, როცა ეცემიან, ან ხეებს ეხებიან და კოსტიუმი ფუჭდება, სახლში მიაქვთ და დედები კერავენ. თხილამურებიც გატეხილია, ჩექმებია საჭირო, პატარა საკმარისია, დიდი გვჭირდება“, – ამბობს სპირიდონ უნანიანი.

dahuk

ცენტრის ინსტრუქტორი, მერუჟან კურდოღლიანი ამბობს, რომ თუ არ გეშინიათ, მაშინ ძალიან სწრაფად ისწავლით სრიალს.  სპორტის ეს სახეობა, არც ისე რთულია.

„მოდიან, ვასწავლი, სწავლობენ. ზოგი სწრაფად ითვისებს, არიან ისეთებიც, რომლებიც გვიან სწავლობენ, მაგრამ ბოლოს ყველა სწავლობს“, – ამბობს ის.

aragva tnak

აქ ყველა ასაკობრივი ჯგუფის სტუმრები ჰყავთ. ყველაზე პატარა 7 წლის გოგონაა.

ბუნების სილამაზე და სპორტის მიმზიდველობა იცავს სპორტის მოყვარულებს სიცივისგან. ბავშვები დიდი სიამოვნებით სრიალებენ, მწვრთნელის ყველა ინსტრუქციას იცავენ, რათა მოქნილად და სწრაფად ისრიალონ.

bnutyun