სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 293 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8 018- მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 347 377 პირი დაინფიცირდა, 333 518 კი – ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.