2020 წელს 2019 წელთან შედარებით შობადობა თუ გაიზარდა, მაშინ გაცნობებთ, რომ 2020 წელთან შედარებით შობადობა 2021 წელსაც მაღალია.
2019 წლის 1 იანვრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით 404 ბავშვი დაიბადა: 224 ბიჭი და 180 გოგონა.
2020 წლის იმავე პერიოდში 425 ბავშვი დაიბადა: 215 ბიჭი და 210 გოგონა.
2021 წლის 1 იანვრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ახალქალაქის სამშობიაროში 484 ბავშვი დაიბადა, მათგან 278 ბიჭი და 206 გოგონა. მართალია, წლევანდელი სტატისტიკა სამი დღით მეტია ბოლო ორი წლის სტატისტიკაზე, მაგრამ შესამჩნევია შობადობის ზრდა.
2019 წელს 80 ხელოვნური აბორტი გაკეთდა, 2021 წელს მათი რიცხვი გაიზარდა და 126-ს მიაღწია.
2019 წელს ნაყოფის მოშლის 90 შემთხვევა დაფიქსირდა, 2020 წელს – 77, ხოლო 2021 წელს ეს რიცხვი 66-მდე შემცირდა.