ახალქალაქში შობა აღნიშნეს

ახალქალაქში შობა აღნიშნეს

დღეს, 5 იანვარს, ახალქალაქის სურბ ხაჩის ტაძარში, ერთ-ერთ მთავარ ქრისტიანულ დღესასწაულთან – იესო ქრისტეს შობასა და ნათლობასთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ჩატარდა.

ტრადიციულად, 5-6 იანვრის ღამეს სომხური სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ერთ-ერთ მთავარ საეკლესიო დღესასწაულს – შობას და იესო ქრისტეს ნათლობას.  ახალქალაქელმა მორწმუნეებმა დღესასწაული სურბ ხაჩის ეკლესიაში აღნიშნეს.  სადღესასწაულო ლიტურგია სურბ ხაჩის ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა აღავლინა.

ლიტურგიის შემდეგ სახლების განათების ცერემონია გაიმართა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე