გირლანდებით მორთული ახალქალაქი ახალი წლის ღამეს ელის, როცა ახალქალაქელები ორკვირიანი მზადების შემდეგ დამშვიდდებიან, საახალწლო სუფრასთან მთელი ოჯახი და ახლობლები მოიყრიან თავს და ახალი წლის მოსვლას დაელოდებიან.
29 დეკემბერს ქალაქის მორთვა დასრულდა, ყოველ საღამოს მშობლები ბავშვებთან ერთად მოდიან ქალაქის ცენტრში მდებარე ნაძვის ხესთან სურათების გადასაღებად და შვილების გასახარებლად.
სურბ ხაჩის ეკლესიის ეზო და ხას ბახჩას საქალაქო პარკი ასევე ნათელი გირლანდებით მოირთო. ზღაპრული განწყობისთვის მხოლოდ უხვი თოვლი აკლიათ.