საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 193 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 71 პაციენტი.

ვებგვერდ stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 701 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 838, „პისიარ“-ტესტით – 6 863.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 5%, ბოლო 14 დღის – 5,86%, ბოლო შვიდი დღის – 5,13%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 925 354 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 885 056 გამოჯანმრთელდა, 13 583 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 466 815, აცრა, დღიურად აცრილია 2 502.

კარანტინის რეჟიმშია 43, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 070 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 903 პირი.

ამასთან, 26 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 841 პაციენტი, გარდაიცვალა 69.