საქართველოში კორონავირუსის 3 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 263 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 49 347 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 387, „პისიარ“ ტესტით – 14 960.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,65%, ბოლო 14 დღის – 6,71%, ბოლო შვიდი დღის – 6,24%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 913 738 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 866 339 გამოჯანმრთელდა, 13 169 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 399 482 აცრა, დღიურად აცრილია 13 743.
კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 626 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 021 პირი.
ამასთან, 20 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 127 პაციენტი, გარდაიცვალა 45.