ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე, იუსტიციის სახლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა და კონტროლის დაკარგვის შემდეგ იუსტიციის სახლის წინ ხეს შეეჯახა.
მანქანაში, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები ისხდნენ: ქმარი, ცოლი და შვილი. ყველა მათგანი ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.