მძღოლი, რომლის ავტომობილიც ხეს შეეჯახა, გარდაიცვალა

მძღოლი, რომლის ავტომობილიც ხეს შეეჯახა, გარდაიცვალა

შემთხვევის ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ავარიაში მოხვედრილ ავტომობილს მართავდა, გარდაიცვალა. ქალისა და ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით 22:00 საათზე, ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე, იუსტიციის სახლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და კონტროლის დაკარგვის შემდეგ, იუსტიციის სახლის წინ ხეს შეეჯახა.

მანქანაში, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები ისხდნენ:  ქმარი, ცოლი და შვილი. ყველა მათგანი ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქში 

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე