ახალქალაქის მერიაში ორი დღის განმავლობაში 100-მდე ადამიანმა გაიარა ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, საიდანაც 35 პენსიონერი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოპერაციას გაიკეთებს.
„ორ დღეში 80-დან 100-მდე ადამიანი გამოვიკვლიეთ, მათგან 35-ს ექიმმა ოპერაცია დაუნიშნა, რომელსაც აპრილში ახალციხეში ჩავატარებთ. რამდენიმე დღეში დავუკავშირდებით პაციენტებს და ვაცნობებთ დაგეგმილი ოპერაციის დღეს“, – განაცხადა ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯის” მენეჯერმა, ელისო მეცხვარიშვილმა Jnews-სთან საუბრისას.
ოპერაციები ჯანდაცვის წლიური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. სოციალურად დაუცველი პენსიონერები სრულიად უფასო მომსახურებას მიიღეებენ, დანარჩენებს კი 72,50 ლარის გადახდა მოუწევთ. კვლევას ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი” აფინანსებს.
შეგახსენებთ, რომ 14-15 დეკემბერს ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯის” წარმომადგენლებმა, მერიასთან თანამშრომლობით, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარეს.