საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით, სახელმწიფო პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში არაერთი ინტერაქტიული საგანმანათლებლო რესურსი (სულ 12 დისკი) შეიქმნა.
ეს რესურსები განკუთვნილია 1-დან მე-12 კლასების არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის. ისინი შექმნილია თანამედროვე პედაგოგიკის პრინციპებით, ეფუძნება ამავე პროგრამის მიხედვით შექმნილი სახელმძღვანელოს შინაარსს და ხელს უწყობს სტანდარტებით განსაზღვრული ენობრივი და საგანმანათლებლო მიზნების მიღწევას.
თუ როგორ იქნება ეს დისკები სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი, Jnews-ი მომდევნო სტატიებში გაცნობებთ.