ახალქალაქის სოფელ მურჯახეთის მკვიდრი, ენოკ ბაბაჯანიანი მზის ენერგიაზე ელექტროენგიას გამოიმუშავებს, ნაწილს სახელმწიფო ყიდულობს, ნაწილს კი თავის სათბურში იყენებს, სადაც პომიდორი მოჰყავს. პარალელურად აწარმოებს ბიოგაზს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ენოკი ბიზნესის გაფართოებას აპირებს.

ენოკ ბაბაჯანიანმა საღბური 2020 წელს, სოფელ მურჯახეთში, „ადგილობრივი განვითარების ჯგუფის“ LAG-ის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD2 პროგრამის ფარგლებში ააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 50 000 ლარი იყო, საიდანაც 35% თვითდაფინანსებაა, ხოლო ძირითადი ნაწილი -65% გრანტია.

სამი ერთში. ინოვაციური, პირველი სათბური ჯავახეთში

pomidori3

 

სათბურის ტერიტორია 200 კვ/მ-ს შეადგენს. მისი თქმით, წელიწადში დაახლოებით 5-ტონა პომიდორს იღებს. დარგო 500 ჩითილი. შემოსავალი წელიწადში 8000 ლარია. ენოკ ბაბაჯანიანი sEDEGIt კმაყოფილია. არც რეალიზაციის პრობლემა აქვს. მისი პომიდორი ახალქალაქში სწრაფად იყიდება.  ბოსტნეული შხამ-ქიმიკატების გარეშე მოჰყავს.

სათბური ახალქალაქში მომგებიანი ბიზნესი აღმოჩნდა, რასაც თავად ბაბაჯანიანი არც ელოდა. მას და ბევრს არ სჯეროდა და არ ელოდა, რომ ახალქალაქში სასათბურე მეურნეობის აყვავება შეიძლებოდა.

ენოკ ბაბაჯანიანის ბიზნეს გეგმის მიხედვით, სათბურმა ხარჯები 3,5 წელიწადში უნდა დაფაროს.

„უკვე მეორე წელია და ხარჯების 80% დაფარულია, პომიდორი უკვე დაკრეფილი მაქვს, ამ სეზონში თებერვლის ბოლომდე მომყავს მწვანილი, შემდეგ მარტიდან ისევ პომიდორი. რეალიზაციის პრობლემა არ არის, მოსახლეობამ უკვე იცის გემო. თანასოფლელები, მეზობელი სოფლების მოსახლოება – ყველაფერს ჩემგან ყიდულობენ, მაგრამ უკვე მყავს მუდმივი კლიენტები, ეს არის სწრაფი კვების ობიექტები (შაურმა, პიცა) ორ ასეთ ობიექტთან მაქვს ხელშეკრულება. ჯიში, რომელსაც ვზრდი – ბელფორდი შაურმისა და პიცის შესაფერია, ისინი ძალიან ხორციანია“, – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.

 

pomidori2

 

მას არ ავიწყდება მარკეტინგით დაკავებაც. დაახლოებით 500 კგ ჯერ კიდევ მოუმწიფებელი, მწვანე პომიდორი, მან თავის მუდმივ მომხმარებლებს სამწნილედ დაურიგა.

 

pomidori1

 

სასათბურე მეურნეობა საოჯახო ბიზნესად იქცა. ენოკ ბაბაჯანიანის თქმით, ბევრი მოდის და დაინტერესებულია სათბურით და ყველაზე მეტად მზის პანელებით. მზის სადგური 5 კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ენოკ ბაბაჯანიანმა გაიმარჯვა გაეროს განვითარების პროგრამის კიდევ ერთ პროექტში, რომელიც აწარმოებს 10 კვტ/სთ ელექტროენერგიას კიდევ ერთი მზის სადგურის დამონტაჟებით. პროექტის ღირებულების 20% გადაიხადა, ევროკავშირმა კი 80%. აპირებს თავისი სახლი და სათბური მთლიანად მზის ენერგიაზე გადაიყვანოს.

ახალი სადგური ამ დღეებში დამონტაჟდება. მას შესაძლებლობა ექნება მიიღოს 15 კვტ/სთ ელექტროენერგია. ენოკ ბაბაჯანიანი, ისევე, როგორც 2 წლის წინ, ელექტროენერგიას სახელმწიფოზე ყიდის, როცა სადგური ბევრს გამოიმუშავებს, ეს ძირითადად ზაფხულში ხდება და ყიდულობს, როცა მზიანი დღეები ნაკლებია.

 

pomodori

 

ენოკ ბაბაჯანიანმაც კიტრის მოყვანაც სცადა და ძალიან კმაყოფილია. აპირებს სათბურის გაფართოებას, მახლობლად კიდევ ერთის აშენებას და იქ კიტრის მოყვანას.

„ კიდევ ერთი – 250 კვ/მ ფართობის სათბურის აშენებას ვაპირებ, სადაც მინდა კიტრის მოყვანა, რათა კლიენტმა ერთ ადგილას იყიდოს, როგორც კიტრი, ასევე პომიდორი“, – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.

ენოკ ბაბაჯანიანი ბევრისთვის სამაგალითოა. ის რჩევებს აძლევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს. ჩვენი ვიზიტის დროს სტუმარი ჰყავდა, რომელსაც აღფრთოვანებულია ენოკის წარმატებებით და თავადაც სურს სათბურის აშენება.