ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის მცხოვრები ელექტროენეგიის გენერირებას ახდენს, ნაწილს ყიდის, ნაწილს კი სათბურში პიმიდვრის მოსაყვანად იყენებს. ის ასევე საყოფაცხოვრებო მოხმარებისათის ბიოგაზს აწარმოებს.

სოფელ მურჯახეთის მცხოვრებმა ენოკ ბაბაჯანიანმა ჯავახეთში პირველმა ააშენა სათბური და ამასთან ერთად, ერთ პროექტში, მისი სამი იდეა განახორციელა.

Enok1

ენოკ ბაბაჯანიანის თქმით, არავის ეჯერა, რომ ამას გააკეთებდა, მაგრამ მან არა მხოლოდ გააკეთა, არამედ ახალი, აქამდე უცნობი «სათბურთა ინოვატორის» სპეციალობა შეიძინა. სათბური ორ თვეში ააშენა. ყველაფერი თავად შეადგინა, ხარჯთაღრიცხვა, პროექტი და დანახარჯები.

«არავის არ უნდოდა პროექტის შედგენა, ვინც მოდიოდა, ყველა ამბობდა, რომ ძალიან რთულია და არავის უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ მე გავაკეთე. მე მშენებელ-ინჟინერი ვარ, ასევე ელექტროტექნიკაში ვერკვევი. რაღაცები ვიცოდი, რაღაცები შევისწავლე და გავაკეთე. მარტივი არ იყო, მაგრამ მე შევძელი და გავუმკვლავდი»,- ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.

ახლა რჩევებისათვის მას ბევრი მიმართავს.

«ჩემი მთავარი მიზანი მზის ელექტროსადგურის აშენება და ბიოგაზის წარმოება იყო, მაგრამ უბრალოდ ვიფიქრე და ყველაფერი ერთ პროექტში გავაერთიანე. სათბურის აშენების იდეა ირლანდიაში გამგზავრების შემდეგ მომივიდა. იქ ვნახე, თუ როგორ ღებულობდნენ ბიოგაზს და რძის წარმოებაში როგორ იყენებდნენ»,- ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.

enok4

ნოვატორმა მისი იდეა «ადგილობრივი განვითარების ჯგუფის» (LAG) ფინანსური მხარდაჭრით, ENPARD2-ის პროგრამით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულებამ 50 000 ლარი შეადგენდა, რომელთაგან 30% თვითდაფინანსება იყო, ხოლო ძირითადი ნაწილი- 70% იყო გრანტი.

სათბურში 500 ჩითილია დარგული, თითოეული ჩითილისგან, სპეციალისტების აზრით, 12-13კგ პომიდორი უნდა მიიღოს. ბაბაჯანიანის გამოთვლებით, ჩითილებისგან 8 კილოგრამიც რომ მიიღოს, მისთვის მომგებიანი იქნება. მან «ბელფორდის» ჯიშის პომიდორი დათესა. ჩითილები 10 მარტს დათესა, თუმცა ყველაფერი მზად რომ ჰქონოდა, უფრო ადრეც შეეძლო დაწყება და ახლა პირველი მოსავლის აღებას შეძლებდა.

სათბურის საერთო ფართობი მზის სადგურისა და ბიოგაზის სისტემის გარეშე 200კვ/მ შეადგენს. მფლობელის გამოთვლებით, ის 4ტ მოსავლის აღებას ვარაუდობს და 3,5 წლის შემდეგ დანახარჯის დაფარვის მოლოდინი აქვს. ბაბაჯანიანი წელიწადში 10 000 ლარის შემოსავლის მიღებას იმედოვნებს.

«ეს ჩვენი რაიონისათვის ძალიან ცოტაა, მაგრამ ეს ექსპერიმენტია»,- ამბობს ის.

ენოკ ბაბაჯანიანის თქმით, მისი პროექტი საქართველოში ერთადერთი და ინოვაციურია, იმ თვალსაზრისით, რომ სათბურისათვის მზის სადგური პირველად გამოიყენება აქ.

enok3

ახლა, ზაფხულის პერიოდში, ენოკ ბაბაჯანიანი მზის სადგურის ენერგიას ენერგოგამანაწილებელ კომპანია «ენერგო პრო ჯორჯიაზე» 11,5 თეთრად ყიდის და მათგან 18 თეთრად ძირითადად ზამთარში ყიდულობს. ახლა კომპანიას მისი 180 ლარის დავალიანება აქვს.

«მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ზაფხულში ელექტროენერგიას ვყიდი, რადგან ახლა ამდენი ელექტროენერგია არ მჭირდება, ზამთარში უკან ვიბრუნებ. ზამთარში ენერგია ნაკლებად გამოიმუშავება, თუ მოღრუბლული ამინდია, კიდევ უფრო ნაკლებია»,- ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.

მზის სადგური 5კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

მურჯახეთის სათბურში ფიტონათურებია დაყენებული, რომლებიც ფოტოსინთეზის პროცესს უფრო ეფექტიანს ხდიან.

პომიდვრის მოსავლის აღების შემდეგ ენოკ ბაბაჯანიანი (ზამთარში) მწვანილის მოყვანას და გაყიდვას აპირებს.

ამ სათბურში ქიმიკატები არ გამუიყენება, მისი პროდუქტი ნატურალურია.

ენოკ ბაბაჯანიანის ნოვატორობა ამით არ სრულდება. ნეხვისგან ის ბიოგაზს მიიღებს. ნეხვი სპეციალურ რეზერვუარებში თავსდება და ბუნებრივი აირი გამოიმუშავება, რომელიც რესივერში იპრესება და შემდეგ უკვე გამოიყენება. მიღებული ბიოგაზი გამოიყენება სათბურში და სახლში, და ნარჩენები გასაყიდად, როგორც ბიოსასუქი მოიხმარება. მისი თქმით, მსგავსი სასუქის 5ლ 2 დოლარი ღირს. თვის ბოლოს ის წარმოებული ბიოგაზის გამოყენებას შეძლებს.

enok2

ენოკ ბაბაჯანიანი რესტორნებთან და სასტუმროებთან დაკავშირებას აპირებს და ეკოლოგიურად სუფთა პომიდვრის მაღალ ფასად გაყიდვას ფიქრობს. თუკი ბიზნესი მომგებიანი იქნება, ის გაფართოებას აპირებს.

ახლა ის რჩევებს და კონსულტაციას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც, მისდა გასაკვირვად, ძალიან ბევრია როგორც ჩვენ რაიონში, ისე მთლიანად საქართველოში.