ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 403 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 26-ით გაიზარდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
27 ნოემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 14 579-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 337 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 314 020 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 485 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.