სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 592 შემთხვევა გამოვლინდა, 1 217 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 40 პაციენტი, კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 7 666 ტესტი ჩატარდა.
25 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 336 330 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 311 078 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 419 ადამიანი გარდაიცვალა. 1 412 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.