სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 860 შემთხვევა გამოვლინდა, 939 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 23 პაციენტი, კიდევ ხუთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 8 313 ტესტი ჩატარდა. 24 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 335 738 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 309 861 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 379 ადამიანი გარდაიცვალა. 1 410 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.