2021 წლის 1 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 2,780 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა 2,184 ტონით (44%), ხოლო ღირებულება – 347 ათასი აშშ დოლარით (16%) შემცირდა.
„საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 49%-ით გაიზარდა.
2021 წლის 1 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,775 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.