საქართველოში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 772 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 76 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 361 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – , „პისიარ“ ტესტით – 14 585.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 9,77 %, ბოლო 14 დღის – 9,31%, ბოლო შვიდი დღის – 9,01%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 812 246 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 749 699 გამოჯანმრთელდა, 11 498 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 095 168 აცრა, დღიურად აცრილია 4 638.
კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 605 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 157 პირი.
ამასთან, 20 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 457 პაციენტი, გარდაიცვალა 70.