ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ხოლო კორონავირუსის შემთხვევები – მაღალი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხოლოდ 4-6%-ია აცრილი – ძირითადად მასწავლებლები, რადგან შიშობენ, რომ ფასიან ტესტებს გაუკეთებენ. რეგიონული საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი ამბობს, რომ COVID-19-ის დაძლევა ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია.
“საავადმყოფოს თანამშრომლების 85% აცრილია, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ქვეყანაში. მწვანე საავადმყოფოს სტატუსი მივიღეთ. საავადმყოფოში ცხრილია, სადაც წერია – “მოგემსახურებიან აცრილი თანამშრომლები”. ყველა საავადმყოფოს აქვს ეს სტატუსი. ახსნა-განმარტებითი სამუშაოების შედეგია და რატომაც არა, გამოვიყენებთ ადმინისტრაციულ ბერკეტებს“, – განაცხადა ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერმა ალექსან თოროიანმა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის არც ერთი სოფლის ექთანი აცრილი არ არის:
„არ არსებობს სოფელი, სადაც ორი ოჯახი მაინც არ იყოს კორონავირუსით დაავადებული. მართალია, მასწავლებლების 30% აცრილი არ არის, თუმცა ჯანდაცვაში სამედიცინო მუშაკებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. სოფლებში ექთნები აცრილები არ არიან და შესაძლოა იგივე სხვებისგანაც მოითხოვონ. ყოველ შემთხვევაში, 2022 წლის ივნისში ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით ვაქცინაციის მეშვეობით.”
ექიმმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ინფექციას არ გამორიცხვას, მაგრამ აცრილი ადამიანის ინფიცირების ალბათობა გაცილებით ნაკლებია და დაავადება უფრო ადვილად გადასატანია.
ალექსან თოროიანი მიიჩნევს, რომ მასობრივი ღონისძიებები (ქორწილი, პანაშვიდი და სხვა დღესასწაულები) მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.
სხვადასხვა ვაქცინას 75%-95%-დან განსხვავებული ეფექტურობა აქვს. როგორც ექიმი განმარტავს, თუ 10 არავაქცინირებულიდან 10 ინფიცირდება, მაშინ 10 აცრილიდან – მხოლოდ ერთი. თოროიანის განცხადებით, არავაქცინირებული ადამიანი ვირუსს უფრო მეტად ავრცელებს, ვიდრე აცრილი.