სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 330 შემთხვევა გამოვლინდა, 1 270 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 46 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
4 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 315 004 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 274 878 პაციენტი გამოჯანმრთელდა.