ბიუჯეტში „სანქციების“ მუხლით შესული თანხა 27.9 მლნ ლარით გაიზარდა.
როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2021 წლის 9 თვეში, სანქციებიდან (საურავები და ჯარიმები) ჯამში 146.6 მლნ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 118.7 მლნ ლარი.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2021 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი თანხა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან შევიდა, კერძოდ, 118.178 მლნ ლარი.
რაც შეეხება სხვა დარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებს, ასე გამოიყურება:
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო – 95.474 მლნ ლარი
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო – 13.009 მლნ ლარი
მმართველობის წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო – 5.803 მლნ ლარი
სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში – 5.500 მლნ ლარი
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო – 4.898 მლნ ლარი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში – 1.844 მლნ ლარი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ვაჭრობისა და ფინანსების დარგში – 1.684 მლნ ლარი