საქართველო აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტს ზრდის

საქართველო აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტს ზრდის

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საქართველომ აზერბაიჯანიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, აზერბაიჯანიდან საქართველოში 168,5 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა.

წინა წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდამ 19,7% შეადგინა.

ამასთან, ქვეყნისთვის დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდათ. აზერბაიჯანის წილი საქართველოს მთელი დიზელის საწვავის იმპორტში 41,2%-ს შეადგენს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე