23 ოქტომბერს, სოფელ გომანში ვალერიკ ეგიკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო მემორიალური ტურნირი დასრულდა. პირველი ადგილი გომანელმა გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულმა გუნდებმა ფულადი ჯილდოები ვალერიკ ეგიკიაგის ოჯახისა და რუსეთში მცხოვრები ქველმოქმედებისგან მიიღეს.
მეორე ადგილი კორხინელმა გუნდმა დაიკავა, მესამე კი იხტილანელმა გუნდმა.
გომანის გუნდმა ეგიკიანების ოჯახიდან 1000 დოლარი მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა კორხმა – 500 დოლარი, ხოლო იხტილის გუნდმა – 300 დოლარი.
ტურნირის განმავლობაში 10 ნომინაცია იყო გამოცხადებული: საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მცველი, საუკეთესო თავდამსხმელი და ა.შ.
სოფელ გომანის გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო წარმოშობით ჯავახელმა, რუსეთიდან ჩამოსულმა ქველმოქმედმა, სლავიკ გილოიანმა, აღვან ჭრახიანმა და ილიუშ ჰარუთიუნიანმა გადასცეს.
ტურნირში მონაწილეობა ახალქალაქისა და ნინოწმინდის 30-მდე სოფლის ფეხბურთის გუნდებმა მიიღო. მემორიალური ტურნირი ვალერიკ ეგიკიანის ხსოვნას მიეძღვნა.
ვალერიკ ეგიკიანი სოფელ გომანიდან იყო. ის მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა აბულის გუნდში და გომანის საჯარო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა.