საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 082 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 555 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 42 546, „პისიარ“ ტესტით – 14 009.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,15%, ბოლო 14 დღის – 8,64%, ბოლო 7 დღის – 9,12%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 670 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 616 937 გამოჯანმრთელდა, 9 546 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 920 934 აცრა, დღიურად აცრილია 6 203.
კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 570 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 020 პირი.
ამასთან, 18 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 374 პაციენტი, გარდაიცვალა 42.